LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრულ ჭკუაზე ხარ მარგარიტა? შენ ხარ არასრულფასოვანი ადამიანი“ – ლაიმა ვაიკულე მარგარიტა სიმონიანს მიმართავს

27828
სიმონიანი

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, მარგარიტა სიმონიანის გუშინდელმა განცხადებამ მაქსიმ გალკინის ორიენტაციაზე, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ არავითარი ორი რუსეთი არ არსებობს. სიმონიანის ამ სკანდალურ გამონათქვამს, მალევე რუსი გულშემატკივრების მხურვალე კომპლიმენტები მოჰყვა, სადაც სიმონიანს ამისთვის აქებდნენ.

„გალკინი გეია, რომელმაც ასაკოვან ქალზე ფულის გამო იქორწინა“ – მარგარიტა სიმონიანი

სამაგიეროდ უახლოესი მეგობრების დასაცავად, პირველი ხაზზე გამოვიდა ლაიმა ვაიკულე.

„ამ დრომდე მხოლოდ დაახლოებით ვიცოდი, ვინ იყო სიმონიანი, ახლა გავიგე სრულფასოვნად. ეს არის ეთიკისგან, მორალისგან, სინდისისგან დაცლილი ადამიანი. გადასარევად ვიცნობ ალასა და მაქსიმს, ეს არის ჰარმონიული და ძალიან კარგი წყვილი. რაც შეეხება სიმონიანის გამოხტომებს, სრულ ჭკუაზე ხარ მარგარიტა? შენ ხარ არასრულფასოვანი ადამიანი, ის რასაც ამბობ, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ინტელექტი უბრალოდ არ გაქვს“ – ამბობს ვაიკულე.

„უკრაინელი მეგობრები მეკითხებიან, როგორ ვარ, ახლა უხერხულია, ჩემს ჯანმრთელობაზე საუბარი“ – ლაიმა ვაიკულე ამერიკაში გაემგზავრა

ლაიმა ვაიკულე უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდის: „გაჩერდით! გევედრებით!“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g