LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის კანადამ საზღვარი გახსნა

79
pexels-andre-furtado-2916826

კანადის საზღვარი სრულად ვაქცინირებული უცხოელებისთვის გაიხსნა. ეს გადაწყვეტილება ძალაში 7 სექტემბრიდან შევიდა.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, კანადა სრულად ვაქცინირებულად მიიჩნევს პირს, რომელიც აცრილია შემდეგი ვაქცინებით: Pfizer-BioNTech (Comirnaty, tozinameran, BNT162b2), Moderna (mRNA-1273), AstraZeneca / COVISHIELD (ChAdOx1-S, Vaxzevria, AZD1222) ორი დოზით, ან Janssen/Johnson & Johnson (Ad26.COV2.S) ერთი დოზით. კანადა აღიარებს Pfizer–ის, Moderna-ს და AstraZeneca კომბინირებულ ვაქცინაციას. აცრის შემდეგ გასული უნდა იყოს სრული 14 დღე.

„ავიანიუსის“ ცნობითვე, ვაქცინირებულთათვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია ArriveCAN-ის ვებგვერდის, ან აპლიკაციის საშუალებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g