პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი TV „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი სამხარაძის დაპირისპირებაა ასახული, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მეზვრიშვილის თქმით, ეს კადრები მოჭრილია და არა სრული ჩანაწერი:
გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“
ბერდია სიჭინავა: „თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი“
„ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე.“
„სრული ჩანაწერი დაიდოს! ისე, ქოცების მოჭრილი კადრები რა მშვენიერი იყო“. – წერს ნათია მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
ფიზიკური დაპირისპირება გახარიას და სამხარაძის შორის🔷️ იმედმა მოიპოვა ვიდეო, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება გახარიამ დაიწყო და დიმიტრი სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა
Posted by TV Imedi on Wednesday 15 January 2025