LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელ უხვ ნალექს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია, იგივე მდგომარეობა გვაქვს” – ირაკლი ბენდელიანი მეწყრულ ზონაზე

59
JGijjiLLiJqpO

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გუშინდელ უხვ ნალექს არანაირი გავლენა არ მოუხდენია მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრის მასაზე.

როგორც მან აღნიშნა, დღეს, დილით დამატებით მოხდა გეოდეზისტების მიერ კონკრეტული ნიშნულების აღება.

“გუშინ დედაქალაქში უხვი რაოდენობის ნალექი მოვიდა. პირველივე წუთებიდან კონკრეტულ ლოკაციებზე იყო მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ. დღეს, დილას დამატებით მოხდა გეოდეზისტების მიერ კონკრეტული ნიშნულების აღება, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით რაიმე სახის გადაადგილება შეინიშნებოდა თუ არა მეწყერის მასასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელ უხვ ნალექს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია და იგივე მდგომარეობა გვაქვს”,-განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის კერძო დასახლებების ქუჩები, ასევე, რამდენიმე კერძო სახლი და მირიან მეფის ქუჩა დაიტბორა. სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, საბურთალოს რაიონის გამგეობამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერად დაიწყეს. დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წუხელვე ამოიტუმბა წყალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g