LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულიად ცხადია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ „ვენდეტასათან“ და ფსიქოლოგიურ ტერორთან, რომელსაც ეს გაღატაკებული ხელისუფლება სააკაშვილის მიმართ აწარმოებს: ნუგზარ წიკლაური

63
ნუგზარ წიკლაური

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულების ე.წ საავადმყოფო შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა მისი თქმით, „პოლიტიკურ ვენდეტაა.“

აღნიშნულით ნუგზარ წიკლაური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ, ხელისუფლება ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებს.

კობა ნაყოფია: სააკაშვილის სართულზე ციხის ფანჯრები დაბურეს და მიმსვლელს წერილს აღარ გამოატანენ

„სამწუხაროდ, მივიღეთ ასეთი სიტუაცია, საქართველოს ხელისუფლების გარდა, ყველა არის ერთ პოზიციაზე, რომ ციხის ე.წ საავადმყოფო არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სრულიად ცხადია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ „ვენდეტასათან“ და ფსიქოლოგიურ ტერორთან, რომელსაც აწარმოებს ეს გაღატაკებული ხელისუფლება,“– განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ნუგზარ წიკლაურმა.

შესაძლოა, შიმშილობა დასრულდეს ფატალური შედეგით და ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს: სააკაშვილის ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g