LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლი ტიტების ფესტივალისთვის ემზადება

138
tulip-festival-istanbul

1-დან 30 აპრილამდე სტამბოლი ტიტების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

ტიტების ნახვას ტურისტები ყველგან – პარკებში, სკვერებში, გზებისა და ავტო მაგისტრალების სიახლოვესაც კი შეძლებენ. ამის შესახებ Mog and dog travels წერს.

ფესტივალის ფარგლებში სტამბოლში მთელი თვე სადღესასწაულო კონცერტები და თემატური ბაზრობები გაიმართება, სადაც სასურველი ყვავილის თუ სხვა სუვენირის შეძენას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

მართალია, როცა ტიტების ფესტივალზე ვსაუბრობთ, პირველი ალბათ ნიდერლანდები გაგახსენდებათ, თუმცა სტამბოლის ფესტივალსაც ბევრი პლუსი აქვს – ბევრად ნაკლები ვიზიტორი და სელფის გადასაღებად ნაკლები რიგები.

და რაც მთავარია, თურქეთი უფრო ახლოსაა და ეს მოგზაურობა უფრო ბიუჯეტურიც იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები