თურქეთის ფლაგმანი ავაიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები” სტამბოლის ახალი აეროპორტიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით პირველ რეისს 2019 წლის 10 იანვარს შეასრულებს, თბილისიდან (TBS) აეროპორტ „სტამბოლის” მიმართულებით კი 11 იანვარს.
avianews.ge-ის ინფორმაციით, რაც შეეხება რეისებს აეროპორტ „სტამბოლიდან” ბათუმის მიმართულებით, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია. ამიტომ, აღნიშნულ მარშრუტზე „თურქეთის ავიახაზები” ოპერირებას ისევ სტამბოლის ათათურქის (IST) სახელობის აეროპორტიდან განახორციელებს.
შეგახსენებთ, 2019 წლის 31 მარტამდე ათათურქის აეროპორტიდან ყველა ავიარეისი სტამბოლის ახალ აეროპორტში უნდა გადამისამართდეს.
