სტამბოლში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ამის შესახებ ტელეკომპანია NTV-ს თურქეთის სამსახური იტყობინება. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მანქანის მძღოლმა გაქცევა სცადა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა.
დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.