სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, შემთხვევა ფათიჰის უბანში მოხდა. კურიერი ყაზახეთის მოქალაქე არიფ ისმაილოვია.
თურქულმა პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე ქალაქ ედირნეში დააკავა. არსებული ცნობებით, დაკავებულები საზღვარგარეთ გადასვლას ცდილობდნენ.
