LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლში რვასართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

სტამბოლი-2

სტამბოლში რვასართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 12-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებულთაგან სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თურქული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით,  სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სხვადასხვა უწყების 500-მდე თანამშრომელი მონაწილეობს.

ქვეყნის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. შენობის დანგრევის შესაძლო მიზეზად, უკანონო დაშენება განიხილება. მაშველებმა ნანგრევებიდან 5 წლის გოგონა გამოიყვანეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი 1992 წელს აშენდა, რომელსაც მოგვიანებით სამი სართული დააშენეს. სტამბოლის აზიურ ნაწილში, ქართალის უბანში საცხოვრებელი სახლი 6 თებერვალს ჩამოინგრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g