LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბულში, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა აიფეთქა თავი

87

სტამბულში სულთანაჰმედის მოედანზე მომხდარი აფეთქების შედეგად არიან როგორც დაჭრილები, ასევე გარდაცვლილებიც, ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი“  ავრცელებს. დაზარალებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

აფეთქება ადგილობრივი დროით 10 საათზე მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გაიგეს ძლიერი ხმა, ადგილზე  მივიდნენ პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

წინასწარი მონაცემებით, თვითმკვლელმა აიფეთქა თავი, ამ წუთებში მოედანი პოლიციას ალყაში აქვს მოქცეული.

სულთანაჰმედის მოედანი სტამბულის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ზონაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები