LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტარტაპ ბიზნესებს “პირადი ბანკირი” უფასოდ მოემსახურება

145

startup ბიზნესებს შემოსავლების სამსახურის პირადი საგადასახადო მრჩევლები უფასოდ მოემსახურებიან. შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ინიციატივა ჟურნალისტებს მედია-სემინარზე გააცნეს.

პირადი ბანკირის – Privé არის შემოსავლების სამსახურის პერსონალური მომსახურების პაკეტი, რაც გულისხმობს გადასახადის გადამხდელის მომსახურებას პირადი საგადასახადო მრჩევლის მეშვეობით.

პირადი საგადასახადო მრჩეველი ბიზნესმენს დახმარებას გაუწევს საგადასახადო პოლიტიკის სწორად დაგეგმვაში, წინა პერიოდებში არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და მიმდინარე ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებაში.

Privé სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ გადამხდელს, ვისთვისაც საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია მაქსიმალური კომფორტი, პროცედურათა სიმარტივე და დროისა და მატერიალური რესურსების დაზოგვა.

სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე არასამუშაო დღისა და დროის გაუთვალისწინებლად,  როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე გადამხდელის ფაქტიური/იურიდიული საქმიანობის ადგილზე და  დისტანციურად:

  • ტელეფონით
  • ვიდეო თვალით
  • ელ–ფოსტით

აღნიშნული მომსახურება შემოსავლების სამსახურში უკვე რამდენიმე წელია არსებობს და სხვა ტიპის ბიზნესებისთვის ფასიანია. სერვისის საფასური კონკრეტული ბიზნესის წლიური ბრუნვის მიხედვით განისაზღვრება.

ერთწლიანი მომსახურების საფასური მსხვილი გადამხდელის სტატუსის  ან/და  3 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირისთვის 3 000 ლარს შეადგენს. (თვეში 250 ლარი)

1 000 000–დან  3 000 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირისთვის 2 000 ლარს (თვეში 167 ლარს)

ნაკლები შემოსავლის მქონე პირისთვის კი 1 000 ლარს (თვეში 83 ლარს).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g