LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე მღებრიშვილი: „ფრთხილად იყავით მეგობრებო, მართლა ბევრი ადამიანი დაიღუპა და არ ენდოთ არავის, შხამია შემოსული მართლა“

248
BeFunky-collage (1)

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება გუშინ, 5 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციას კლუბურ ნარკოტიკში მკვლელი ნივთიერების – ფენტალინის აღმოჩენის შესახებ, რომლის გამოყენების დროსაც სიკვდილის რისკი ასჯერ უფრო იზრდება.

კლუბურ ნარკოტიკში მკვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს – „ვინც ახლა ექსტაზს იღებს გასართობად, უნდა იცოდნენ, რომ ის შეუდარებლად უფრო ძლიერია ჩვეულებრივ კლუბურ ნარკოტიკზე“

„ადრე მახსოვს ამსტერდამში ჩავედი, ალბათ 15 წლის წინ, ან მეტის.. ხოდა იქ ყველა ეკრანზე იყო რეკლამა: “არ მიიღოთ ისეთი ნარკოტიკი, რისი შემადგენლობაც არ იცით”

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თან ჩვენი ქვეყნიდან ჩასული, სადაც ნარკოტიკების მოხმარებაზე ციხეში ალპობდნენ. ჩემთვის ვფიქრობდი, რა უცნაური თხოვნაა, ანუ მიიღეთ ნარკოტიკი, ოღონდ რაც იცით ის, უცხო დილერებისგან არ იყიდოთო, მაგრამ ნაცნობებისგან იყიდეთო.. ვა, ვფიქრობდი, სად არიან ესენი გასულები.. :))

კი დადგა ეს დღეც საქართველოში, აცხადებენ, თუ შემადგენლობა არ იცით, ეგეთი ნარკოტიკი არ მიიღოთო, რაც იცით ის მიიღეთო ფაქტობრივად.. :)) წავსულვართ წინ ?

მეც მგონია რომ კატეგორიული აკრძალვა ყოველთვის უარყოფითად მუშაობს. უნდა აუხსნან ადამიანებს სწორად.

ფრთხილად იყავით მეგობრებო, მართლა ბევრი ადამიანი დაიღუპა და არ ენდოთ არავის, შხამია შემოსული მართლა“, – წერს სტეფანე მღებრიშვილი.

ბოლო 5 დღეში გატესტილი MDMA-ის ყველა ნიმუში შეიცავდა ფენტალინს, რაც სასიკვდილოა…უკვე რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა ზედოზირებით: მანდალა

ახლა გადამცემენ ანათემას, დაწვას დამიპირებს ბევრი…აუცილებელია მოხდეს სამედიცინო მარიხუანის დანერგვა საქართველოში…მარიხუანის ბაზრის ლეგალიზება მოახდენს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მკვეთრ შემცირებას – ზურა სიხარულიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g