LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუბურ ნარკოტიკში მკვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს – „ვინც ახლა ექსტაზს იღებს გასართობად, უნდა იცოდნენ, რომ ის შეუდარებლად უფრო ძლიერია ჩვეულებრივ კლუბურ ნარკოტიკზე“

110
ლეჟავა ფენტალინი

კლუბურ ნარკოტიკში მკვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნარკოლოგი გელა ლეჟავა „ტვ პირველთან“ საუბრობს იმ შედეგზე, რაც შეიძლება, გამოიწვიოს ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით მიღებამ.

„ბარიგები ყიდიან, რისგანაც ის მზადდება. ამიტომ მათ ვერ იჭერენ. ის ნივთიერება, რისგანაც მზადდება, ნარკოტიკების სიაში არ შედის.

ვინც ახლა ექსტაზს იღებს გასართობად, უნდა იცოდნენ, რომ ის შეუდარებლად უფრო ძლიერია ჩვეულებრივ კლუბურ ნარკოტიკზე და თუ იმავე დოზით მიიღებს, რა დოზითაც ახლა იღებს, შეიძლება გარდაიცვალოს.

 

კლუბურ ნარკოტიკში მკვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს

‼ კლუბურ ნარკოტიკში მკვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს ‼ სიკვდილის რისკი ასჯერ უფრო იზრდება ‼

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი, 2022

 

 

თუ მიიღო, ცუდად გახდა, სასწრაფოდ უნდა წაიყვანონ რეანიმაციულ განყოფილებაში.

მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გამოიყვანენ სასიკვდილო მდგომარეობიდან, თუ მას რეანიმაცია ჩაუტარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვდება“. – ამბობს გელა ლეჟავა „ტვ  პირველთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  კლუბურ ნარკოტიკში მკვლელი ნივთიერება – ფენტალინი აღმოაჩინეს, რომლის გამოყენების დროსაც სიკვდილის რისკი ასჯერ უფრო იზრდება.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

ბოლო 5 დღეში გატესტილი MDMA-ის ყველა ნიმუში შეიცავდა ფენტალინს, რაც სასიკვდილოა…უკვე რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა ზედოზირებით: მანდალა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g