ლონდონში ტრადიციული წინასაახალწლო წვეულება გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც დიზაინერი სტელა მაკარტნი იყო. სტუმრებს დიზაინერის მაღაზიაში უმასპინძლეს, რომლის გარე ფასადიც მაკარტნის დიზაინით იყო გაფორმებული, წვეულებაზე სტუმრებს ტკბილეულითა და სასმელებით უმასპინძლდებოდნენ, საახალწლო განწყობას კი სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი მუსიკოსები ქმნიდნენ.
წვეულების საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობი სელმა ჰაიეკი და მოდელი ლილი ქოული. ეს უკანასკნელები ერთნაირი ბეწვის ქურქებით მივიდნენ წვეულებაზე, რომელიც სტელა მაკარტნის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა შეძენილი. მისი ღირებულება კი, 1,450 ფუნტი სტერლინგი ანუ 2,250 დოლარია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სტუმრებმა თავი ვერ შეიკავეს და უგემრიელესი ნუგბარი სახლში გაიყოლეს.