LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტერეო +“-ში დავით ზილფიმიანის წილი დაყადაღდა

106

19 თებერვლის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პირველი 2 ინსტანციის გადაწყვეტილება და გამოსცა სააღსრულებლო ფურცელი, რის მიხედვითაც დაყადაღდა „სტერეო +“-ში დავით ზილფიმიანის წილი და 3 კვირის ვადაში მოხდება მისი გადაფორმება დავით ბეჟუაშვილის კომპანიაზე. ამის შესახებ შპს „სტერეო +“-ის დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზილფიმიანის თქმით, „სტერეო +“-ში 50% წილის იმ ადამიანის ხელში გადაცემა, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს არაერთხელ გამოიჩინა თავი, თავისუფალ მედიასაშუალებებში წილების უკანონოდ ხელში ჩაგდებით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს თავისუფალი მედიასივრცის განვითარებას.

„დავით ბეჟუაშვილს რატომღაც დღეს გაახსენდა, რომ 2004-2005 წლებში მე მას ვასესხე 270 ათასი ევრო და რატომღაც დღეს ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას. პირველმა ორმა ინსტანციამ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ მიიღო, უზენაესმა სასამართლომ კი ეს გადაწყვეტილება გააბათილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი კომპანიის წილი არის დაყადაღებული და, იმ შემთხვევაში, თუ ამ თანხას ვერ დავფარავ, მოხდება მისი აუქციონის წესით გაყიდვა,“ – განაცხადა ზილფიმიანმა.

დავით ზილფიმიანი და მისი ადვოკატი პროცესის სტასბურგის ევროპულ სასამართლოში გაგრძელებას აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g