ბავშვთა ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ბავშვის იმპულსური ქცევის შესახებ ისაბრა.
„ბავშვი არ ტირის ტყუილად. ბავშვი ტირის იმიტომ, რომ მას სჭირდება შველა, მას სჭირდება დახმარება. ის სტერეოტიპი, რომ ბიჭმა არ უნდა იტიროს, არის მშობლის მხრიდან ერთგვარი ძალადობა. თუ ვტირი, ე.ი. მჭირდება დახმარება. ვტირი, მომეხმარე, დამამშვიდე, გამამხნევე. ერთად მივაღწიოთ შედეგს. რაც შეეხება იმპულსურობას, იმპულსურობას სჭირდება მართვა. არცერთ ბავშვს არ უნდა სწავლის პროცესი. ყველას ურჩევნია წიგნი დახუროს, ბალიშის ქვეშ ამოიდოს და ინფორმაცია თავისით შევიდეს თავში.
დასწავლა და მეცადინეობის პროცესი არის უნარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა გამოიმუშაოს, ისევე, როგორც ვიმუშავებთ ტუალეტის ჩვევას, ისევე, როგორც ვიმუშავებთ საკვების მიღების უნარს და ა.შ. როდესაც იმპულსურია ბავშვი, იქ შეიძლება პარალელურად იყოს ყურადღების დეფიციტიც. კი, მშობელი ამბობს, რომ რაღაცები ადვილად გამოსდის, მაგრამ გააჩნია საგანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს დასწავლის სპეციფიკური სირთულეები. შეიძლება მათემატიკა არაჩვეულებრივად გამოსდიოდეს ბავშვს, მაგრამ კითხვაში, გაგებაში ჰქონდეს პრობლემა“, – ამბობს მედეა ზირაქაშვილი პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.