ვიქტორია ბექჰემი მეუღლესთან, დევიდთან ერთად Vogue Fashion Fund Awards-ის ღონისძიებაზე მივიდა. ამ დღეს 50 წლის დიზაინერი და „სტილის დედად“ წოდებული ვიქტორია საკუთარი ბრენდის ღია ვარდისფერი კაბით იყო წარმოდგენილი, რომლის ღირებულებაც 850 ფუნტი სტერლინგია.
რაც შეეხება ლეგენდარულ ფეხბურთელს, ისიც, როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა. მას ლურჯი კოსტიუმი ეცვა.
წყვილი, რომელმაც 25 წლიანი ქორწინების იუბილე სულ ცოტა ხნის წინ იზეიმა, ფოტოობიექტივის წინაშე ხელიხელჩაკიდებული პოზირებდა.
13 წლის ჰარპერ ბექჰემი საოცრად დამშვენდა – ვარსკვლავური დედა-შვილის გლამურული გამოჩენა
ფოტო: დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების 25 წლის იუბილეს სარდინიაზე ზეიმობენ