ბრიტანელმა მომღერალმა სტინგმა შვედეთის ახალგაზრდა მიგრანტების დასახმარებელ ფონდში 100 ათასი ევრო გადარიცხა.
ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შვედური საერთაშორისო მუსიკალური პრემია Polar Music Prize გადაეცა.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ პრემიის მიღება, თუმცა ერთიორად დიდი სიამოვნებაა ახალგაზრდებს გზის გაკვლევაში დავეხმარო“, – განაცხადა მუსიკოსმა.