LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია ფოთში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

92

ფოთში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. გადაუღებელი, ძლიერი წვიმის გამო, დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები. ასევე, წყალმა სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია.

მოსახლეობას ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანდა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობის გამო, ფოთი წვიმის დროს ხშირად იტბორება.

ადგილობრივები ხელისუფლებისგან პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები