LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია კახეთში: ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ყვარელი და თელავი დააზარალა

154
BeFunky-collage (7)

სტიქია კახეთში: ძლიერმა ქარმა და სეტყვამ რეგიონში პობლემები შექმნა.

დასეტყვილია ვენახები.

წაქცეულია ხეები, რის გამოც, თელავიდან ყვარლის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო.

ქარმა რამდენიმე სოფელში, საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. წაქცეული ხე თელავის აეროპორტის გალავანს დაეცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“სეტყვის საწინააღმდეგო რამდენიმე ათეული რაკეტის გასროლა მოხდა, რამაც ზარალი შეამცირა, თუმცა სტიქიას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. წაქცეულია ხეები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლს ქარმა სახურავი გადახადა. დილით ზიანის მასშტაბები უკვე დეტალურად გვეცოდინება“,-განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g