ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.
სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა სოფელი ახალი ხიბულა, სადაც ძლიერმა ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქართან ერთად იყო ძლიერი წვიმა.
მათივე თქმით, განადგურებულია მოსავალი და სახნავ-სათესი სავარგულები.
ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები.
მერიის წარმომადგენლის თქმით, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და დაზარალებულ მოსახლეობას გაეწევა შესაბამისი დახმარება.