ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11- კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის (ქუთაისის შემოვლითი – სამტრედის გზის 9 კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი) გახსნა სტიქიის გამო გადაიდო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.