LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქიის ღამე კახეთში – ლაგოდეხის სოფლები დაიტბორა [ფოტოები]

1496
59391868_2302780040043144_3406487683722117120_n

გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დატბორა.

დაზიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, გათიშულია ელექტროენერგია, შეწყვეტილია სასმელი წყლის მიწოდება.

სტიქიამ ყველაზე მეტად ვარდისუბნის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა.

მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა,სალიკვიდაციო სამუშაოები სტიქიის პირველივე წუთებიდან დაწყებულია.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკა.მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g