LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში,დატბორილია ლენჯერის თემი და სოფელი მულახში

187
1598089530-118128205-3601349386565625-6832468312312170566-o

მესტიის სამ თემში სტიქიამ პრობლემები შექმნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში, სადაც მდინარის ადიდების შედეგად სამანქანე გზის 400 მეტრიანი მონაკვეთია წაღებული. გზები დაიტბორა ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მობილიზებულია ტექნიკა, რათა მოხდეს დროებითი საავტომობილო გზის მოწყობა და სოფელთან მოძრაობის აღდგენა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იწყება ადიშის დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები.ამ დროისთვის ლენჯერსა და მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g