LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქიის ზონებში, დიახ, ე.წ. ვალინკებით ჩავდივარ და ბახილებით არ მივდივარ – ხაბეიშვილი

518
ფორტუნა - 2023-08-22T124042.005

„სტიქიის ზონაში, სადაც ადეკვატურია ჩასვლა, დიახ, იქ, სხვათა შორის, ე.წ. ვალინკებით ჩავდივარ და ბახილებით არ მივდივარ, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენო, მათ შორის გარდაცვლილ ბავშვებსა და ადამიანებს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს, რატომ არ ჩავიდა შოვში, სტიქიის ზონაში.

„ბახილებით არასდროს დავდივარ. რაც შეეხება ტრაგედიის ადგილს, სხვადასხვა პოლიტიკური სპეკულაცია რომ არ ყოფილიყო, მხოლოდ ამიტომ ავარიდეთ თავი, მათ შორის არათუ ჩასვლას, პოლიტიკურ განცხადებებს. თქვენ ვერ იპოვით ვერცერთ პოლიტიკურ სპეკულაციას, განცხადებას, ეს არ გვაინტერესებდა ამ პირობებში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია, რომელიც შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, შოვში არ ჩასულა და ტრაგედიის ეპიცენტრი არ დაუთვალიერებია.

სარჯველაძე: არ ვეთანხმები, რომ შოვის ტრაგედიაზე გამოძიება გულგრილობის მუხლით უნდა დაწყებულიყო, რა მუხლითაც დაიწყო, სავსებით საკმარისია

შოვში, სტიქიის ზონის პერიმეტრი სრულად დამუშავებულია – ამ დრომდე დაკარგულია 5 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g