ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ გურჯაანში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
ამ ფონზე გურჯაანში, ნონეშვილის 10-ში მდებარე ქორნერ კაფე – Corner Cafe ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნავს, რომ სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულებს და მაშველებს უფასოდ მოემსახურებიან.
„15 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენის გამო, ქორნერ კაფე მხარდაჭერას უცხადებს დაზარალებულთა ოჯახებს და აუწყებს, რომ სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულ პირებს და მაშველებს, ვინც ჩართულია გაწმენდით სამუშაოებში, მოემსახურება უფასოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.
გურჯაანში, ძლიერი წვიმის დროს მდინარე ნავთისხევმა მოვარდნილი წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ნაწილი დატბორა.
დაზიანებული გზები, ავტომობილები და სახლები – სტიქიამ გურჯაანს ზარალი მიაყენა