სტივენ სპილბერგის 24 წლის ქალიშვილი მიკაელა დააპატიმრეს. სამართალდამცავები მას ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ცნობილია, რომ გოგონა შაბათს, დილით დააკავეს და Hill Detention Center-ის იზოლატორში მოათავსეს. მოგვიანებით მის გასათავისუფლებლად ჯარიმა გადაიხადეს.
ინციდენტის დეტალები უცნობია, თუმცა მიკაელას საქმრომ, 57 წლის ჩაკ პანკოვი ამბობს, რომ ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა. სავარაუდოდ, გოგონამ შეყვარებულზე იძალადა. წინა კვირას ლეგენდარული რეჟისორის ქალიშვილმა განაცხადა, რომ ის კარიერას პორნოვარსკვლავის ამპლუაში გააგრძელებს.