იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, რუსულ პროპაგანდას ებრძოლოს და ამას მათ ნაცვლად ნატო ვერ გააკეთებს.
”მესმის შეშფოთება რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით. აღნიშნული რამდენიმე ქვეყანაში ვიხილეთ. ნატო-სთვის საკითხი ასე არ დგას, რომ პროგაპანდას პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ. გვჯერა, რომ ადამიანებს გააჩნიათ უნარი გაარჩიონ, რა არის პროპაგანდა და რა – სიმართლე. ჩვენი მთავარი იარაღია სიმართლე და გვჯერა, სიმართლე გაიმარჯვებს პროპაგანდისტულ მიზნებზე. ნატო-ს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ყველაზე მეტად ხალხზეა დამოკიდებული , იგი უნდა აღუდგეს პროპაგანდას. ნამდვილად მჯერა, რომ თვითონ ქართველებს შუეძლიათ ებრძოლონ პროპაგანდას და მე მათ ნაცვლად ამას ვერ გავაკეთებ. თავისუფალი პრესა, ციფრები, მონაცემები, არის საუკეთესო საშუალება პროგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რომ არ იყოთ მოწყვლადი პროპაგანდის მიმართ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
