LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტერბერგი: ნატომ გადაწყვიტა, დაიწყოს სამხედრო გეგმის განხორციელება – ეს არის ჩვენი თავდაცვა

423
იენს

ეს არის დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შეჭრა. მიუხედავად ტყუილისა, დეზინფორმაციისა, კრემლის განზრახვა ნათელია მთელი მსოფლიოსთვის, რუსეთის ლიდერებმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ ქმედებებისთვის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. სტოლტენბერგის განმარტებით, ეს არის უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის, აგრესიის აქტი სუვერენული, დამოუკიდებელი და მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ.

„ეს გახლავთ გადამწყვეტი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის, რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეტევა უკრაინის წინააღმდეგ უდანაშაულო სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს საჰაერო და სარაკეტო შეტევით, სახმელეთო ძალებისა და სპეციალური ძალების შეტევით სხვადასხვა მიმართულებიდან, რომელსაც მიზანში ამოღებული აქვს სამხედრო ინფრასტრუქტურა და ძირითადი ურბანული ცენტრები.

ეს არის დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შეჭრა. მიუხედავად ტყუილისა, დეზინფორმაციისა, კრემლის განზრახვა ნათელია მთელი მსოფლიოსთვის, რუსეთის ლიდერებმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ ქმედებებისთვის და დაღუპულებისთვის.

ნატო მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ეს გახლავთ უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის, აგრესიის აქტი სუვერენული, დამოუკიდებელი და მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ და სერიოზული საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედება, გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან და აირჩიოს დიპლომატიის გზა.

ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის უფლებას, საკუთარი თავი დაიცვას. რუსეთი იყენებს ძალას, რათა გადაწეროს ისტორია და უარს ამბობს უკრაინისთვის დამოუკიდებელი და თავისუფალი განვითარების გზაზე. ნატოს ძირითადი ამოცანა გახლავთ, დაიცვას ყველა მოკავშირე. ანუ, არ არსებობს არასწორი გაგების არავითარი საფუძველი. შეტევა ერთ ქვეყანაზე ჩაითვლება შეტევად ყველას წინააღმდეგ. ეს გახლავთ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რაც შეეხება კითხვას, ნატოს მოკავშირეებს ხომ არ ემუქრება საფრთხე რუსეთისგან და თუ გადახედავს ნატო უკრაინაში შესვლის შესაძლებლობას, – სტოლტენბერგის თქმით, ყველა მოკავშირეს დაიცავენ ყველა თავდასხმისგან.

„ნატო გახლავთ ყველაზე ძლიერი ალიანსი ისტორიაში და არავის არ უნდა შეეშალოს, რომ ყველა მოკავშირეს დავიცავთ ყველა შეჭრისგან, ყველა თავდასხმისგან. ამიტომაც გავზარდეთ აღმოსავლეთ ნაწილში ალიანსის, ჩვენი ყოფნა. ათასობით ჯარისკაცი, თვითმფრინავი და საბრძოლო ხომალდი გავაგზავნეთ იქ. თავდასხმა ერთზე გულისხმობს თავდასხმას ყველაზე. ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, გათვლილია, გაზომილია, მაგრამ ეს ყველაფერი საჭიროა, რადგან ხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ და შესაბამისად, მოკავშირეებმა უნდა იცოდნენ, რომ სრული გაგება უნდა არსებობდეს ნატოსა და ნატოს მოკავშირეებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ჩვენ რუსეთთან ვკონტაქტობდით კვირებისა და თვეების განმავლობაში. რუსეთს მივმართავდით და ამ მოლაპარაკებებს ფაქტობრივად სერიოზულად არ აღიქვამდა. როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვეძებდით, ისინი ამზადებდნენ შეჭრას, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსებმა დახურეს კარი პოლიტიკური გადაწყვეტილებისადმი.

„აღნიშნული შემოჭრა არ არის სიურპრიზი. რაც მოხდა ღამის განმავლობაში არის ის, რასაც მოკავშირეების უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურები დიდი ხნის განმავლობაში პროგნოზირებდნენ. ჩვენ გვინდოდა, რუსეთი ჩაგვერთო დიპლომატიურ ურთიერთობაში, ვეუბნებოდით, რომ იქნებოდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური სანქციები, თუ უკრაინაში შეიჭრებოდა. მიუხედავად ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევისა, ჩვენი გზავნილებისა ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

ჩვენ შესაბამისი ზომები განვახორციელეთ, რათა დავიცვათ საკუთარი თავი. ბოლო კვირებში და თვეებში ჩვენ გავზარდეთ აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს ძალების ყოფნა – გავზარდეთ საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ჯარები. მომდევნო კვირებში დამატებითი ძალების გადასროლა მოხდება. ჩვენ არ გვჭირდება კონფრონტაცია. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავდასხმა ნატოს ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე.

ჩვენ რუსეთთან ვკონტაქტობდით კვირებისა და თვეების განმავლობაში. რუსეთს მივმართავდით და რუსეთი ამ მოლაპარაკებებს ფაქტობრივად სერიოზულად არ აღიქვამდა. როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვეძებდით, ისინი ამზადებდნენ შეჭრას. როდესაც ვგეგმავდით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ისინი ზრდიდნენ საკუთარ ძალებს უკრაინის საზღვარზე და ახლა შეჭრა დაიწყეს. რუსებმა დახურეს კარი პოლიტიკური გადაწყვეტილებისადმი. ჩვენ ნამდვილად გული გვწყდება ამასთან დაკავშირებით, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ექნება ძალიან მძიმე შედეგები უკრაინის მოსახლეობისთვის.

ჩვენ ვცდილობდით, რუსეთთან გავსულიყავით კავშირზე  და თავიდან აგვერიდებინა შეტევა. ახლა ვცდილობთ, რეაგირება მოვახდინოთ ამ შეტევაზე, თავდასხმაზე. ეს არის ახალი რეალობის ნაწილი. იქნება განსხვავებული რეალობა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, მაგრამ დღეს დასკვნებს ვერ დავდებთ. ჩვენ მნიშვნელოვანი დისკუსია გვექნება ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და დასძინა:

„დღეს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვიტა, დაიწყოს სამხედრო გეგმის განხორციელება, ეს არის ჩვენი თავდაცვა, რომელიც ფარად გადაეფარება მოკავშირეებს და მოგვცემს საშუალებას, განვათავსოთ ძალები ყველგან, სადაც ამის საჭიროება არსებობს, რათა დავიცვათ ჩვენიკარი წევრები. რუსეთის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით. უკვე გავაძლიერეთ ზღვაზე, ჰაერსა და ხმელეთზე ჩვენი ძალები. ათასობით დამატებითი ძალა განთავსდება. ჩვენ გვაქვს საჰაერო ხომალდები, რომლებიც მზად არიან დაიცვან ჩვენი საჰაერო სივრცე.

ნატოსთვის მე-5 პუნქტი არის ურყევი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ალიანსი აგრესიისგან დავიცვათ. ხვალისთვის ნატოს ლიდერების სამიტი შედგება, რათა შემდგომი გეგმები განვიხილოთ. კრემლის მიზანია, აღადგინოს საკუთარი გავლენის სფერო, ეს არის გეგმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუშავდებოდა და რასაც ჩვენ არ ვიზიარებთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

 

რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა დიდი ომის ზღვარზეა – მოვლენების ქრონოლოგია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g