LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტომატოლოგიური კლინიკების უმეტესობა თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

96

საქართველოში სტომატოლოგიური კლინიკების უმრავლესობა სტანდარტების დარღვევით ფუნქციონირებს და პაციენტებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამ დასკვნის საშუალებას ქვეყნის მასშტაბით, ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული შემოწმება იძლევა. შედეგად გაირკვა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური კლინიკების ნახევარზე მეტი აუცილებელ კრიტერიუმებს არ იცავს.

დარღვევები სხვადასხვა შინაარსისაა, თუმცა, სამწუხაროდ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – სტერილიზაციის აუცილებელი პირობების არარსებობის კუთხით დაფიქსირდა, რაც  დარღვევების 29% შეადგენს.

უკმაყოფილო პაციენტები კლინიკაში არსებული დარღვევის გამო შესაბამის სამსახურთან ხშირად ჩივიან. სტერილიზაციის ნორმების დარღვევის მაჩვენებელი 2015 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგად ყველაზე მაღალია.

როგორც რადიო „ფორტუნასთან“ კონტროლის დეპარტამენტის სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლის სამმართველოს უფროსმა ტარიელ კაშიამ აღნიშნა, სასჯელის ზომად, მათი სამსახურის კომპეტენციაში მხოლოდ ოქმის შედგენა და 200–დან 500–მდე ადმინისტრაციული ჯარიმის გამოწერა შედის, რაც განმეორების შემთხვევაში 1000 ლარამდე იზრდება.

სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმა კი მათი სამსახურის კომპეტენცია არ არის. სააგენტო ასევე დამრღვევ კლინიკას გონივრულ ვადას აძლევს პრობლემების გამოსასწორებლად. სტერილიზაციის პირობების აუცილებელი დაცვის შემდეგ სტომატოლოგიურ კლინიკებში აუცილებელია სამედიცინო ნარჩენების სწორი მართვა, ვინაიდან ყოფით პირობებში არანაკლები ზიანი მოაქვს მათ არასწორ განადურებას და გარემოში მიმოფანტვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g