LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტომატოლოგიურმა კლინიკამ თანამშრომელი ჰიჯაბის გამო გაათავისუფლა

209

მუსულმანი ქალი ამტკიცებს, რომ ის სამსახურიდან ჰიჯაბის გამო გაათავისუფლეს. ნაჯაფ ხანმა ვირჯინიაში, სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობის დაწყებიდან მესამე დღეს გადაწყვიტა, თავსაფრით მისულიყო.

მისი თქმით, ხელმძღვანელმა მოსთხოვა ჰიჯაბი მოეხსნა, რადგან ეს პაციენტებს შეაშინებდა. თუ თავსაფრის მოხსნაზე უარს იტყოდა, მას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. ნაჯაფ ხანმა თავსაბურავის მოხსნაზე უარი განაცხადა.

მუსულმანი ქალი ამბობს, რომ ძალიან უხაროდა კლინიკაში სამსახურის დაწყება, რადგან უნდოდა, სტომატოლოგი გამხდარიყო. ჰიჯაბით მისვლამდე კი მის მიმართ ყველა კეთილგანწყობილი იყო.

კლინიკის ხელმძღვანელებს ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭომ (CAIR) მიმართა, აღადგინონ ნაჯაფი სამსახურში და მისი ფინანსური და ემოციური ზიანის კომპენსაციაც მოახდინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g