”სტრადას” ავტობაზრობა მომხმარებელს იაპონურ ავტომობილებზე ლიკვიდ-აქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” ”სტრადადან” აცნობეს, აქციის ფარგლებში მსურველს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს მაღალი ხარისხის ავტომობილები, რომლებზეც ვრცელდება ერთწლიანი გარანტია და გააფორმოს ავტოგანვადება პირადობით, თვეში მხოლოდ 1%-ად.
”ასევე მყიდველს საჩუქრად გადაეცემა 10-თეთრიანი ფასდაკლება საწვავზე, ”სტრადას” ავტოსამრეცხაოს უფასო სერვისი შეუზღუდავად და 50%-იანი ფასდაკლება ”სტრადას” ავტოსერვისზე”, – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე, ინფორმაციით ”სტრადა” მომხმარებელს მუდმივად განახლებად ავტოპარკს სთავაზობს, ასევე მანქანის უფასო დიაგნოსტიკას, ავტოგანვადებას, განბაჟებას, გადაფორმებას და ნომრების აღდგენას ადგილზე.
”სტრადას” ავტობაზრობა თბილისში 2008 წლიდან ფუნქციონირებს.