LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ხელისუფლება ნაბიჯს ვერ გადადგამს – წულუკიანი რუსთავი 2-ზე

197
wulukiani

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ხელისუფლება ვერაფერს მოიმოქმედებს.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შეჩერების გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგმა მიიღო, ძალაშია.

“რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს რუსთავი 2-ის ერთ-ერთი მესაკუთრე ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს, ან სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კომპანიის ხელმძღვანელობასთან, მთავარი არის ის, რომ ყველას კარგად გვახსოვდეს, ყველას კარგად გვესმოდეს, რომ ორი წელია, რაც სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიება მიიღო. ეს გადაწყვეტილება დღესაც არის ძალაში და ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი, იუსტიცის სამინისტროს რომელიმე სხვა სსიპი, ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში, ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება არის ძალაში და სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას,”-  უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები