LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუ-ის აკადემიური საბჭო: „არ ვეთანხმებით უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის თსუ-თან შესაძლო შერწყმას… ვთხოვთ მთავრობას, შეაჩეროს პროცესი, ვიდრე არ შედგება განხილვა“

116
სტუ

მთავრობის მიერ ინიცირებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დადგენილება მიიღო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება

როგორც გავრცელებულ დადგენილებაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საქართველოს მთავრობას და განათლების სამინისტროს სთხოვს, შეაჩეროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის პროცესი, მანამდე, ვიდრე არ განხორციელდება საჭიროებების საფუძვლიანი კვლევა და არ შედგება რეალური და შინაარსობრივი განხილვა.

„აკადემიური საბჭოს დადგენილება

N 01-05-04/03

მომხრე 36 , წინააღმდეგი 0

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული უმაღლესი განათლების შესახებ რეფორმის ფარგლებში სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სსიპ- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით:

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით

დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის, და აკადემიური საბჭოს 2026 წლის 5 თებერვლის =01-05-02/02 ოქმის საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა

საბჭომ დაადგინა:

1. უპირველეს ყოვლისა, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს, რომ ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ რეფორმებს და ადასტურებს მზაობას ამ მეტად საშურ და გადაუდებელ საქმეში მონაწილეობის შესახებ კონსტიტუციური პრინციპების ერთგულებისა და აკადემიური თავისუფლების ფარგლებში;

2. სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არ ეთანხმება უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის – უნივერსიტეტის ნების უგულებელყოფით სსიპ-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შესაძლო შერწყმას;

3. სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს, რომ უნივერსიტეტის მართვის ორგანოების – აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის), უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტების საბჭოების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოებისა და რექტორატის მონაწილეობის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი რეორგანიზაცია (შერწყმა), წარმოადგენს უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპის შეზღუდვას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით;

4. სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სთხოვს საქართველოს მთავრობას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შეაჩეროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებთან დაკავშირებული (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის კუთხით) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის პროცესი, ვიდრე არ განხორციელდება საჭიროებების საფუძვლიანი კვლევა, არ შედგება რეალური და შინაარსობრივი განხილვა საუნივერსიტეტო საზოგადოების ფარგლებში და არ იქნება მიღებული უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანოების თანხმობა;

5. სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებათა სახელით კიდევ ერთხელ ადასტურებს და გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ ფორმატში საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფციის საფუძველზე შესაბამისი რეფორმების გასატარებლად გადასადგმელი ნაბიჯების, მათ შორის უნივერსიტეტის რეორგანიზაციის საკითხების დეტალურ განხილვაში, რომლის მიზანი იქნება საქართველოში უკვე არსებული მძლავრი საინჟინრო სკოლის შემდგომი გაძლიერება;

6. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო იზიარებს უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის სულისკვეთებას და იტოვებს იმედს, რომ საქართველოს მთავრობაც გაიზიარებს 104 წლის ისტორიის მქონე უნივერსიტეტის მრავალათასიანი აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის და სტუდენტების თხოვნას.

7. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის №64)“, – წერია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებაში, რომელიც სტუ-ის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს – გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც თავის დროზე შეიქმნა ჯავახიშვილის მიერ

დავით გურგენიძე: „მე მინისტრს როგორც ვესაუბრე, მზად არის მოისმინოს როგორც თსუ-ს, ისე სტუ-ს აზრი, შემდეგ კი შეჯერდეს და მოახსენოს პრემიერს“

აკადემიური საბჭოს დადგენილება N 01-05-04/03 მომხრე 36 , წინააღმდეგი 0 საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული…

Posted by საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი / Georgian Technical University on პარასკევი, 06 თებერვალი, 2026

„შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მის აწმყოსა და მომავალს“ – თსუ-ს პროფესორების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

magti 5g