LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტები არ ითხოვენ შეღავათებს გამოცდებში, ისინი ითხოვენ შეღავათებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით: ლომჯარია

104
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც სტუდენტებმა მასთან ისაუბრეს.

ომბუდსმენის თქმით, პროტესტის მონაწილეებმა მძიმე სოციალურ პრობლემებზე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტზე ისაუბრეს:

“მიუხედავად ყველაფრისა, არის ათასობით სტუდენტი, რომელიც ვერ ახერხებს, თბილისში ჩამოვიდეს, ბინა იქირაოს და დაესწროს ლექციებს და გამოცდებს, ამიტომ, მინდა ყველას ავუხსნა, რომ სტუდენტები არ ითხოვენ შეღავათებს გამოცდებში, ისინი ითხოვენ შეღავათებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში სწავლა და საგამოცდო პროცესი მოერგოს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, რაც თითოეულ მათგანს აქვს და ასეთი ათასობით სტუდენტია, ვინც ვერ ახერხებს ჩამოსვლას, ბინის ქირაობას, საცხოვრებელი ფართის პოვნას და სწავლის უფლების რეალიზაციას.

ეს არის ძალიან მძიმე საკითხები და მე ვთხოვ როგორც განათლების სამინისტროს, ასევე უნივერსიტეტის მენეჯმენტს – ეს საკითხები გულთან მიიტანოს და სერიოზულად მოეკიდოს მათ გადაჭრას.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, დაიწყოს გულწრფელი საუბრები ამ ბავშვებთან, რადგან ისინი აღნიშნავენ, რომ ცინიკური დამოკიდებულება იყო, რაც არის მათთვის გულსატკენი. ვფიქრობ, სტუდენტებთან ურთიერთობის ასეთი ფორმა არ არის გამართლებული.

მთავარი მოთხოვნა და პრობლემა, რომელიც სტუდენტებმა გააჟღერეს, არის სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემა. დღესდღეობით არსებობს ორი საცხოვრებელი, ერთი ბაგებში, მეორე ლისზე. როგორც მითხრეს, ლისზე უკეთესი საცხოვრებელია, თუმცა იქ უკვე აღარ არის ადგილები, დაახლოებით, 7 ვაკანტური ადგილია.

რაც შეეხება ბაგებში არსებულ საცხოვრებელს, იქ არსებული მდგომარეობა ღირსების შემლახავია და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოა. იქ არ შეიძლება, არც სტუდენტი და არც ზოგადად ვინმე ცხოვრობდეს იმ პირობებში, ეს წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში სტუდენტებს სთავაზობდნენ მსგავს ფართს საცხოვრებლად”, – თქვა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი მეორე თვეა გრძელდება.

სტუდენტები საერთო საცხოვრებლის მშენებლობას, ფინანსურ გამჭვირვალობას, ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილებას და ახლა უკვე რექტორის გადადგომას და რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვენ.

თსუ-ის სტუდენტებმა მორიგი აქცია გამართეს და რექტორის კაბინეტი დაიკავეს

თსუ-ს სტუდენტების ჯგუფი: მშვიდობიან სტუდენტებს გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვები პირადად მიხეილ ჩხენკელის მიმართ და მოვითხოვთ, შეგვხვდეს

თსუ სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორატი და მოლაპარაკების ფორმატზე გადავიდნენ

თსუ-ს პროფესორები განცხადებას ავრცელებენ

განათლების სამინისტრო თსუ-ზე: პატივს ვცემთ სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g