LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ის სტუდენტებმა მორიგი აქცია გამართეს და რექტორის კაბინეტი დაიკავეს

810
თსუ სტუდენტები

რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ – ისინი გიორგი შარვაშიძესთან შეხვედრასა და მის გადადგომას ითხოვენ.

სტუდენტები მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრები ამბობენ, რომ რექტორი მათ  უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრის ბოლომდე, სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შემოღებაზე უარს ეუბნება, რის გამოც, მათი თქმით, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინების დაქირავებისა და აუდიტორიებში ლექციებზე დასწრების პრობლემა ექმნებათ.

სტუდენტების განცხადებით, ისინი რექტორის კაბინეტს არ დატოვებენ, ვიდრე რექტორი მათ არ შეხვდება და გადადგომის შესახებ არ განაცხადებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი საპასუხოდ განაცხადეს, რომ უნივერსიტეტი პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში დიალოგისთვის, თუმცა ძალადობრივი ხასიათის ნებისმიერი ქმედება მიუღებელია.

ამასთან, თსუ-ის განცხადებით, დამატებითი საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია და აკადემიური საბჭო გამოცდების დასწრებით ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს.

თსუ-ის რექტორი – კომპრომისი ნაპოვნია და სტუდენტებს, რომლებსაც საშუალება არ აქვთ, თბილისში ჩამოვიდნენ, ბევრი ფაკულტეტი ალტერნატიულ საშუალებებს სთავაზობს

პოპულალურები