LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტების ნაწილი პაპავას თანამდებობაზე დარჩენისკენ, ნაწილი კი – გადადგომისკენ მოუწოდებს

51

თსუ-ს თვითმმართველობის წევრები საყვირებით მოუწოდებენ ლადო პაპავას, დატოვოს რექტორის თანამდებობა, რადგან მიაჩნიათ, რომ ვერ შეძლო უნივერსიტეტის მიმდინარე პროცესების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. ამასთან, თვითმმართველობის წევრების მტკიცებით, ლადო პაპავას სურდა, სტუდენტების ორი ჯგუფი ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა.

სტუდენტების მეორე ჯგუფი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე ბიბლიოთეკასთან არიან შეკრებილები. მათი ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში ლადო პაპავა სენატის წევრებთან მართავს შეხვედრას. სტუდენტები ეჭვობენ, რომ საუბარი რექტორის შესაძლო გადადგომას ეხება. ისინი ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებენ ლადო პაპავას, არ შეშინდეს და არ დატოვოს თანამდებობა.

რადიო „ფორტუნას“ კორესპონდენტის, თეონა გონგლაძის ცნობით, საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის წევრები სტურენდების ორ ჯგუფს დაპირისპირების საშუალებას არ აძლევენ.

პარალელურად, რექტორის მხადასაჭერად პრესკონფერენციას მართავს თსუ-ს პროფესორების ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ ლადო პაპავა უნდა დარჩეს რექტორად.

police

12842384_10205837367909580_1229591206_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g