LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტისთვის სასიამოვნოც იქნება, ველზე გავიდეს, ხელში იარაღი აიღოს, ფიზიკური მომზადება გაიაროს | თუ ქალებს სურთ, რომ ქვეყნის თავდაცვაში მიიღონ მონაწილეობა, არავის აქვს უფლება აუკრძალოს: ირაკლი ალადაშვილი 

157
ირაკლი ალადაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირებას აანონსებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა შედეგს“: პრემიერი სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირებას აანონსებს

არმია დაინტერესებული და მოწადინებული ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს – „გირჩი – მეტი თავისუფლება” სავალდებულო სამხედრო სამსახურზე ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს

პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება და ცვლილებას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, აქამდე ახალწვეულები დაცვის პოლიციაში ან სხვა სამსახურში ნაწილდებოდნენ, სადაც 3 დღეში ერთხელ უწევდათ მორიგეობა, აღნიშნულით კი, როგორც ალადაშვილი აცხადებს, უწყებები ფულს ზოგავდნენ, მაგრამ რეალურად, ჩვენ მომავალ რეზერვისტებს ვერ ვიღებთ.

სარეზერვო სამსახური ყოველთვის იქნება საჭირო და უკეთესია იმ ადამიანების მომზადება, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური და ელემენტარული ცოდნა აქვთ. აქამდე იყო 1-წლიანი და ახლა 6-თვიანის გაკეთება უნდათ. მთავარია, რომ ყველა ახალწვეული თავმოყრილი უნდა იყოს თავდაცვის უწყებაში, რადგან ახალწვეულები, რომლებიც იგზავნებოდნენ დაცვის პოლიციაში, სამხედროთა დაცვის, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა, ისინი სამ დღეში ერთხელ დადიოდნენ და პოლიციის ფორმა ეცვათ. კი ამით ფულს ზოგავდნენ უწყებები, მაგრამ რეალურად, ამ ახალგაზრდებისგან ჩვენ მომავალ რეზერვისტებს თითქმის ვერ ვიღებთ. თუ შეიცვლება და ახალწვეულები და სამხედრო სავალდებულო სამსახურის რიგითები განაწილდებიან მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, ეს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, რადგან ყველა ერთად გაივლის მომზადების კურსს“, – აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

„თანდათან ქალებმაც უნდა გაიარონ საბრძოლო მომზადება – ამ ქვეყანაში იარაღის ხმარება ყველამ უნდა იცოდეს“: ალეკო ელისაშვილი

კითხვაზე, უნდა ხდებოდეს თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ქალების მომზადებაც, ალადაშვილი აცხადებს, რომ „ყველა უნდა ემზადებოდეს ქვეყნის და ოჯახის დასაცავად“. მისივე თქმით, არის გარკვეული სპეციალობები, რომლებსაც მანდილოსნებმა თავი შესაძლოა კაცებზე უკეთესადაც გაართვან.

მისივე თქმით, გაკეთდა განცხადება სტუდენტების სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩართვასთან დაკავშირებითაც, რასაც სტუდენტები გაგებით უნდა შეხვდნენ, რადგან „ეს სტუდენტისთვის ერთგვარი სასიამოვნო პროცესი იქნება, სადაც ფიზიკური მომზადების პარალელურად, იარაღის გამოყენებას, ველზე გასვლას და საჭირო ცოდნასაც მიიღებენ“.

„ყველა უნდა ემზადებოდეს ქვეყნის და თავისი ოჯახის დაცვისთვის. თუ არის საუბარი ემანსიპაციაზე და ქალებს სურთ კაცებივით ატარონ მანქანა და ბევრი სხვა, ასევე თუ სურვილი ექნებათ, რომ ქვეყნის თავდაცვაში იყვნენ და მიიღონ მონაწილეობა, არავის აქვს უფლება მათ ეს აუკრძალოს. არის გარკვეული სპეციალობები, თავდაცვის სფეროში, სადაც შეიძლება მანდილოსანი უკეთესადაც კი წარუძღვეს საქმეს, ვიდრე კაცი. ასე, რომ აქ რაიმე სახის შეფერხება არ შეიძლება.

უკრაინაში ძალიან ბევრი მანდილოსანი ქალია, რომელთაც კარგად აითვისეს ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო მართვადი სარაკეტო სისტემები, ან საჰაერო თავდაცვაში კომპიუტერის ეკრანებთან ან კავშირგაბმულობაში სხედან და თავის მოვალეობას ასრულებენ.

სტუდენტებთან დაკავშირებითაც იყო საუბარი ახალ თავდაცვის კოდექსში, რომელიც ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არაა. არის საუბარი, რომ ყოველ წელს 4 წლიანი სწავლებიდან, 1 თვის განმავლობაში მათ გაიარონ სამხედრო სამსახური, რაც საბოლოოდ ჩაეთვლებათ. ვინც გამოთქვამს სურვილს, მათ შეიძლება ოფიცრის წოდებაც მიიღონ და გააგრძელოს თავის სამხედრო კარიერა.

მე მგონია, რომ წელიწადში ერთი თვე, სტუდენტისთვის ერთგვარი გართობა და სასიამოვნო პროცესიც იქნება, რომ ველზე გავიდეს, ხელში იარაღი აიღოს, ფიზიკური მომზადება გაიაროს და კიდევ რაღაც-რაღაცები ისწავლოს. მგონია, რომ გაგებით უნდა მოხდეს ამის მიღება და უნდა მოეწონოთ“, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g