LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა შედეგს“: პრემიერი სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირებას აანონსებს 

211
საქართველოს თავდაცვის ძალები

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან.

როგორც მან, დღეს მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, განიხილავენ თავდაცვის კოდექსს, რომელიც დიდი სიახლე იქნება.

„სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი, მოქალაქეები სამხედრო სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან.

ბურჭულაძე: კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ მოქალაქეებმა ჯარს თავი მექანიკურად აარიდონ - წელს მხოლოდ 1 ორგანიზაციიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი 12 000-მა ადამიანმა აარიდა 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უწყებამ შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და შესაბამისად, გაწვევის სისტემის რეფორმირება ამის საფუძველზე მოხდება - შეიცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებიც.

მოგეხსენებათ, მანამდე იყო გაფანტული ეს სამსახური და არ იყო ეფექტური. უნდა ვაღიაროთ, ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა მივიღოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამა 6 თვიანი, 8 და 11 თვიანი იქნება იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდეგში. პრემიერმა დააზუსტა, რომ თეორიის გარდა, მოქალაქეები ინტენსიურ საბრძოლო სამხედრო მომზადებას გაივლიან, ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს რიგითის წოდება მიენიჭება.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე: „2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მილიონი ლარით იზრდება“

magti 5g