საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, იმ ადამიანებს, რომლებიც ფიგურირებენ ჟურნალისტურ გამოძიებაში „თაღლითური ქოლ-ცენტრის“, A.K. GROUP-ის შესახებ ქონება დაუყადაღეს.
„სტუდია მონიტორმა“, OCCRP-იმ, „აი ფაქტმა“, „ფლანგვის დეტექტორმა“ და სხვა 30-მდე საერთაშორისო მედიასაშუალებამ ჟურნალისტური გამოძიება 5 მარტს გამოაქვეყნეს.
თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K. GROUP-ის საქმიანობის გამოაშკარავება საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოხდა.
საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ცნობილია, რომ ბოლო 3 წელიწადში, ქართველმა სკამერებმა (თაღლითებმა) 6,100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვეს და სულ მცირე 35.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მხოლოდ 2022-25 წლებში თბილისის ცენტრში, სუს-ის შენობიდან 500 მეტრში მდებარე ქოლ-ცენტრიდან ევროპელებსა და კანადელებს $35 მილიონზე მეტი მოჰპარეს. ქოლ-ცენტრებს A.K. Group-ი მართავს, რომელსაც 36 წლის მერი შოთაძე ფლობს და მასთან დაახლოებულ პირთან, აკაკი ქევხიშვილთან ერთად ხელმძღვანელობს.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, A.K. Group ფარულად მოქმედებს და კვალსაც არ ტოვებს ინტერნეტში, ასევე დაქირავებულ ოფისებში, თუმცა კომპანიის წვეულების ფოტო-სურათებით, რომლებმაც ონლაინ გაჟონა, ჟურნალისტებმა თაღლითების იდენტიფიცირება შეძლეს.
გამოძიებაზე მუშაობდნენ, OCCRP, სტუდია მონიტორი, ფლანგვის დეტექტორი, აი ფაქტი და 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები.
გამოძიება დაფუძნებულია შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წყაროს მიერ მიწოდებულ მასალაზე.
გამოძიებას კოორდინირება გაუწია OCCRP–მა.