LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდია Walt Disney „მეფე ლომის“ ახალ ვერსიას გადაიღებს

94

სტუდია Walt Disney-ს წარმომადგენლებმა მილიონობით ადამიანის საყვარელი მულტფილმის, „მეფე ლომის“ რიმეიქის გადაღების შესახებ განაცხადა.

ასეთი გადაწყვეტილება უკანასკნელ დროს ცნობილი ფილმების განახლებითა და მათი წარმატებით არის განპირობებული, კერძოდ კი საუბარია „ჯუნგლების წიგნზე“, რომლის რეჟისორიც ჯონ ფავრო გახდა და რომლის მოგებამაც 965,8 მილიონი დოლარი შეადგინა. სწორედ ფავრო დაიკავებს რეჟისორის სავარძელს ამჯერადაც.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში ეკრანებზე გამოვა ასევე „ურჩხული და მზეთუნახავი“, რომელშიც მტავარ როლებს ემა უოტსონი და დენ სტივენსი ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები