ივნისის ბოლოს რიზ უიზერსფუნმა მალიბუში ულამაზესი ფერმა შეიძინა, რომელიც მსახიობს 6.26 მილიონი დოლარი დაუჯდა. აქამდე ამ ფერმის მფლობელი წყვილი ტერიტორიას საქორწილო ფოტოსესიებისთვის აქირავებდა. ფერმა 1949 წელს ააშენეს და მისი ინტერიერი რამდენჯერმე შეცვალეს. ტერიტორიაზე უდიდესი ბაღია, სადაც უამრავი მცენარეა, ასევე ბაღშია ხილი, ბოსტნეული და ცალკე პატარა სახლი სტუმრებისთვის. აქვეა განლაგებული საზაფხულო კინოთეატრი, ბარი და საჩოგბურთო მოედანი.
ფერმა მალიბუში, პოპულარული Zuma Beach-ის მახლობლად მდებარეობს, სადაც უამრავი დამსვენებელია.