LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი: ივანიშვილის ამ არაფორმალური სანქცირების უკან, ძალიან სერიოზული ძალები არიან ჩართული

116

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, სოზარ სუბარის მოსაზრებით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური სანქცირების უკან, ძალიან სერიოზული ძალები არიან ჩართულნი.

სუბარმა ეს განცხადება Credit Suisse-ის მენჯმენტთან დაკავშირებით გააკეთა:

„როგორც კი ბოლო წერილში ითქვა, რომ შვეიცარიული ბანკის ამ უკანონო მოქმედებების უკან დგანან სხვა ძალები, რომლებიც აიძულებენ ბანკს, რომ მსგავსი ქმედება ჩაიდინოს, ამის შესახებ არც ერთმა შვეიცარიულმა მედიამ არ გამოაქვეყნა.

ესეც მეტყველებს იმაზე, რომ აქ ძალიან სერიოზული ძალები არიან ჩართული ბიძინა ივანიშვილის ამ არაფორმალური სანქცირების უკან.“– განაცხადა სოზარ სუბარმა.

Credit Suisse-ის მენჯმენტი ლახავს მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას, შვეიცარიულმა მედიამ საკითხის გაშუქებაზე უარი თქვა – ივანიშვილის ინტერესების დამცველი „ემ-ქეი-დი“

 

 

 

 

ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g