LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი: მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში და მოითხოვს ბელადის გათავისუფლებას, დამნაშავე ბოლო დღემდე მოიხდის სასჯელს

86
1

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, როგორც ისინი ბელადს უწოდებენ, ძალიან იმედგაცრუებული უნდა იყოს, ეგონა, რომ დახვდებოდა 100 და 300 ათასი ადამიანი ქუჩაში და მოითხოვდა მის გამოშვებას”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი და ამბობს, რომ ნაცვლად ამისა, სააკაშვილმა ნახა, რომ მათი მხარდამჭერთა რიცხვი ბევრად არის შემცირებული.

როგორც სოზარ სუბარი აღნიშნავს, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში და რამდენი მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ყველა დამნაშავე ბოლო დღემდე მოიხდის სასჯელს:

“დემოკრატიულ ქვეყანაში აქცია არის ძალიან ნორმალური. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ‘ნაციონალური მოძრაობა” ორ წელიწადში ერთხელ ახერხებს, მობილიზება გააკეთოს თავისი ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილის, თუმცა მათი ლიდერი, როგორც ისინი ბელადს უწოდებენ, ძალიან იმედგაცრუებული უნდა იყოს, ეგონა, რომ დახვდებოდა 100 და 300 ათასი ადამიანი ქუჩაში და მოითხოვდა მის გამოშვებას.

ნახა, რომ ძალიან ბევრად არის შემცირებული იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მას მხარს უჭერს. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში, ან რამდენი ადამიანი მოითხოვს ქვეყნის გარედან ამ ბელადის გათავისუფლებას, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით, კანონით ვმოქმედებთ და ყველა დამნაშავე სასჯელს მოიხდის ბოლო დღემდე, დაემორჩილება იმ კანონებს, რომელიც ციხეში არსებობს.” – თქვა სუბარმა.

მისივე თქმით, მათი ყოველგვარი მცდელობა – ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუცია – ასევე მარცხით და კრახით მთავრდება:

“ყოველგვარი მათი მცდელობა, რომ ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუცია ასევე მარცხით და კრახით მთავრდება. ისეთივე კრახით დამთავრდება ეს მცდელობები, რომ ახლა ქვეყანაში არეულობა მოახდინონ, ისევე, როგორც კრახით დამთავრდება მათი მცდელობა თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტში მაინც მიაღწიონ წარმატებას მეორე ტურში.” – თქვა სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g