„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ სუბარის, ყაველაშვილის და ხუნდაძის სახით „ალტ-ინფოს“ საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, რომ მოვლენები შევაფასოთ. ეს ჯგუფი ზუსტად იმ შავრაზმული შინაარსის მატარებელი გახდება, რასაც “ალტ – ინფო” აკეთებს პარლამენტს გარეთ, “ალტ- ინფოს” საპარლამეტო ჯგუფი შეიქმნა საქართველოს პარლამენტში. მათი მიზანი ის კი არ არის დააჩქაროს საქართველოს ევროინტეგრაცია ან გააკრიტიკოს „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკის გამო – არა, „ქართულ ოცნებაზე“ უფრო მეტად უნდა ამხილოს ევროპა, ეს არის მათი მიზანი და ამას გააკეთებენ ყველანაირი თვითცენზურის გარეშე,”- განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისათვის, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა “ქართული ოცნება” გუშინ დატოვეს.