LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subway-ს რესტორნები ქუთაისსა და ზუგდიდშიც გაიხსნება

116
19095413-1413934965352835-2928928433938597797-o

Subway-ს გახსნა ქუთაისსა და ზუგდიდშიც განიხილება, – საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ Subway-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გივი ორდენიძე საუბრობს. მისივე განმარტებით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ბიზნესგარემოზე.

როგორც ორდენიძე ამბობს, Subway-ს ობიექტების გახსნით საქართველოში მცირე და საშუალო  ბიზნესი ინტერესდება. „ლიცენზიის აღება კონკრეტული რესტორნის გასახსნელად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელიც დაგვიკავშირდება ჩვენ და გარკვეულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ბრენდის რესტორნის გახსნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წარმატებული იქნება. ინტერესი დიდია, ბრენდი კარგად ვითარდება,“ – აცხადებს გივი ორდენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ და იქვე დასძენს, რომ ბრენდის მიერ უკვე გაყიდულია 2 ახალი ლიცენზია.

ცნობისთვის, საქართველოში Subway, ამ დროისთვის, 8 ფილიალითაა წარმოდგენილი: 6-თბილისში, 2 – ბათუმში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები