„სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში ამბობენ, მოქალაქეებმა უკვე დატოვეს ადგილი, სადაც გუშინ იქნენ გადაყვანილი და ამ ეტაპზე მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.
„საქართველოს მოქალაქეები გუშინ სუდანის დედაქალაქში უსაფრთხო ადგილზე იყვნენ გადაყვანილები, მათი სამშობლოში ევაკუაციის პროცესი უკვე დაწყებულია. პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩოები თურქეთსა და ეგვიპტეში.
იმედი გვაქვს, ისინი უახლოეს დღეებში საქართველოში დაბრუნდებიან. მუდმივ კავშირში ვართ კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც სუდანის დედაქალაქში ხართუმში იმყოფებიან“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
ცნობისათვის, უკვე კვირაზე მეტია, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებებია.
ჯოზეფ ბორელის ცნობით, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ
საგარეო უწყება: „სუდანში განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო კონტაქტზეა საქართველოს მოქალაქეებთან“