LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სროლა კილომეტრში ისმის, ფანჯრებთან არ მივდივართ, რომ შემთხვევითი ტყვია არ მოგვხვდეს..“ – რას ჰყვება სუდანში მყოფი ქართველი პილოტი 

141
მამუკა მარკოზაშვილი

„სახლში მივედი და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, აეროპორტში არ მოვყოლივარ“, – ამის შესახებ კომპანია Myway Airlines-ის პილოტმა მამუკა მარკოზაშვილმა აღნიშნა, რომელიც ახლა საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად სუდანში იმყოფება.

„მთავარ არხთან“ საუბრისას პილოტმა ასევე თქვა, რომ მასთან ერთად ქვეყანაში მისი 13 თანამშრომელი იმყოფება, მათ შორის არიან პილოტები, ბორტგამყოლები და ტექნიკური პერსონალი.

მარკოზაშვილის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების მისი ჩაფრენიდან მალევე დაიწყო.

სუდანში იმყოფება ავიაკომპანია Myway Airlines 13 თანამშრომელი – მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენი ეკიპაჟის წევრებთან, ამჟამად უსაფრთხო ზონაში იმყოფებიან: Myway Airlines

„ჩვენ ჯერჯერობით საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში არ ვართ. სროლა ისმის კილომეტრ-კილომეტრ-ნახევარში, რა თქმა უნდა, ფანჯრებთან არ მივდივართ, რომ შემთხვევითი ტყვია არ მოგვხვდეს..

სახლში მივედი და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, აეროპორტში არ მოვყოლივარ. მგონი, აქ არანაირი გზა არ არსებობს თვითმფრინავის გარდა. ერთადერთი ტრანსპორტი ამ ქვეყანაში თვითმფრინავია.“ – აღნიშნა მამუკა მარკოზაშვილმა.

ცნობისთვის, სამხედრო დაპირისპირების ფონზე, სუდანში პერიოდულად აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმის.

საგარეო უწყება: „სუდანში განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო კონტაქტზეა საქართველოს მოქალაქეებთან“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები