LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუფთა ჰაერი და სიწყნარე: ჰელსინკში შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ყველაზე „ჯანსაღ“ მარშრუტს ადგენს

125
hesink2012

ჰელსინკის უნივერსიტეტმა შექმნა აპლიკაცია Green Path რომელიც ფეხითმოსიარულეებისთვის და ველოსიპედისტებისთვისაა განკუთვნილი. სისტემა ძალიან მარტივად მუშაობს და ერთი წერტილიდან მეორემდე მისასვლელად ყველაზე წყნარ და სასიამოვნო მარშრუტს ადგენს.

აპლიკაცია ითვალისწინებს როგორც გზებს და მათ სიგრძეს, ასევე ყურადღებას აქცევს გარემო პირობებს, იქნება ეს ხმაურის დონე, ჰაერის ხარისხი თუ ტრანსპორტი. შედეგად მომხმარებელი მარშრუტის რამდენიმე ვარიანტს იღებს – დაწყებული ყველაზე მოკლედან (როგორც წესი, არც თუ ისე სასიამოვნო) შედარებით უფრო ხანგრძლივამდე. შეიძლება გზა უფრო გრძელი გამოვიდეს, სამაგიეროდ ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო იქნება.

ამჯერად აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობს და ორ – ფინურ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი. მისი საშუალებით მარშრუტის დაგეგმვა ჰელსინკსა და მის შემოგარენშია შესაძლებელი.

ევროკავშირმა აპლიკაციის შემუშავება რეგიონალური განვითარების ევროპული ფონდიდან დააფინანსა.

მსგავსი აპლიკაციები სხვა ევროპულ ქალაქებშიც ამუშავდება. მაგალითად, საბერძნეთში ცოტა ხნის წინ შეიქმნა სერვისი, რომელიც ყველაზე ეკოლოგიურ მარშრუტებს ადგენს, ამა თუ იმ ტრანსპორტით გადაადგილების დროს ჰაერში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას ითვლის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g